მარინა გოგლიძე-მდივანი           English Russian Home

 

მარინა გოგლიძე დაიბადა 1936 წელს 6 ოქტომბერს .თბილისში ცნობილი მოჭადრაკის ვიქტორ გოგლიძის ოჯახში. 1954 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა. 1955 წელს დაამთავრა სპეციალიზირებული მუსიკალური ათწლედი ცნობილ პედაგოგის ევგენია ჩერნიავსკაიას კლასი. იმავე წელს ჩააბარა  გამოცდები მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში და თავისი მუსიკალური განათლება განაგრძო პროფესორ იაკობ მილშტაინის კლასში. 1958 წლიდან მარინა გოგლიძე უკვე სწავლობს ემილ გილელსის კლასში და 1960 წელს წითელ დიპლომზე ამთავრებს კონსერვატორიას და განაგრძობს სწავლას მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურაში. 1960 პოლიტიკური მიზეზების გამო მარინა არ გაუშვეს ბრიუსელის საერთაშორისო კონკურსზე. მაგრამ უკვე 1961 წელს მარინა იმარჯვებს პარიზში მარგარიტა ლონგის და ჟაკ ტიბოს სახელობის საერთაშორისო კონკურსში. 1965 წლიდან 1991 წლამდე მარინა მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი. 1991 წლიდან მუშაობს პროფესორის თანამდებობაზე კანადაში .მონრეალში McGill - ის  უნივერსიტეტში 

 

პარიზი, 1961 

 

საოცარია პარიზი განთიადისას. მზე თითქოს სადღაც ქვევიდან ეპარება ქალაქს და ოქროსფერ ბურუსში ხვევს ეკლესიების გუმბათებს, გასაოცრად ნაგებ შენობებს, ეიფელის კოშკს...

ოტელის ფანჯრიდან მოჯადოებული გასცქერის ის პარიზის გაღვიძებას. მერე სწრაფად იცვამს და გერეთ გამოდის. მზე მძლავრობს და ელისეის მინდვრებში იღვრება ათასფერად. ტრიუმფალურ თაღთან დიდხანს ჩერდება და ისევ ბრუნდება უკან? ელისეის მინდვრებით ოტელისაკენ. ჯერ ძინავს პარიზს, მაგრამ იგრძნობა   საცაა გაიღვიძებს და ახმაურდება. ნელნელა დაიძრებიან პრიალა შავი, წითელი, ცისფერი თეთრი ავტომანქანები. ხალხი მოიფინება ქუჩებს. ფართოდ გაიღება ქუჩისპირა კაფეების, მაღაზიების, მოდელის ატელიების კარები...გაზეთის გამყიდველი პატარა ბიჭუნა გამოჩნდება ქუჩის კუთხეში და წკრიალა ხმით გასძახებს პარიზს:

- პრემიერ გრანდ პრიზ! მარინა გოგლიძემდივანი!

და სატუმროს კარამდე თითქოს ფეხდაფეხ მისდევენ გაზეთის გამყიდველები, ახლა უკვე სხვები, სხვადასხვანაირი ხმით რაღაც უცნაურად წარმოსთქვამენ მის სახელს:

- მარინა გოგლიძემდივანი! პირველი საბჭოთა პიანისტი ? მარგარიტა ლონგის საერთაშორისო კონკურსის პირველი დიდი პროზის მფლობელი!

- მოვლენა ? მარინა გოგლიძე!

რატომღაც მაინც იმ პატარა ბიჭუნას წკრიალა ხმა აეკვიტა ოტელში შესულს. "ის ბიჭუნა ახლა სკოლაში უნდა იყოს..." - ფიქრობს და ახსენდება ისინი, ვინც იქ დატოვა, ათასი კილომეტრების იქით, თბილისში ? მეუღლე, დედა,მამა,ძმა... ისინი ღელავენ მათ არაფერი იციან და მარინა იღებს ყურმილს...

...ამ ტელეფონის ზარს ელოდნენ მთელი ღამე და აი, აწკრიალდა იგი გაბმელად ჯიუტად. ამ ზარს ელოდნენ და მაინც ხელის კანკალით აიღეს ყურმილი. ხაზზე იყო პატიზი...ხუთიოდე წუთსი ძნელი იყო ყველაფრის თქმა. ძნელიც და შეუძლებელიც. ვიქტორ და თამარ გოგლიძეები მერე დიდხანს იდგნენ ტელეფონთან და დუმდნენ.

ხუთ წუთში შეუძლებელი იყო ყველაფრის თქმა...

...გუშინ, მესემე ტურის დამთავრების შემდეგ, იგი იდგა კულისებში სხვა ლაურეატებთან ერთად და ელოდა. თათბირის შემდეგ გრძელ მაგიდას მიუსხდნენ ჟიურის წევრები: მსოფლიოში სახელგანთქმული ფრანგი პიანისტი, დებიუსისა და რაველის მეგობარი 87 წლის მარგარიტა ლონგი, გამოჩენილი ფრანგი კომპოზიტორი ჟორჟ ორიკი, კომპოზიტორი ალექსანდრე ჩერეპნინი(მისი მამა ოდესღაც თბილისის კონსერვატორიის დირექტორი იყო), ბელგიელი კომპოზიტორი იონგენი, გამოჩენილი ფრანგი პედაგოგი ნადია ბულანჟე, ემილ გილელსი...

კულისებში კი "განაჩენს" ელოდნენ ? ფრანგი ჟან კლოდ პელეტიე, არგენტინელი ბრუნო გელბერი, ფრანგი კატრინ სელი, ამერიკელი რალფ ვოტაპეკი, უნგრელი საბო, საბჭოთა მუსიკოსები ? ალისა მიშჩენკო და ადრიან ეგოროვი. ელოდა მარინა გოგლიძემდივანიც. მან იცოდა ? პირველი, ვისაც ამოიკითხავდა მარგარიტა ლონგი, იქნებოდა პირველი დიდი პრიზის მფლობელი, კონკურსის ლაურეატი.

ეს იყო წუთი დაუვიწყარი, წუთი რომელიც არასოდეს განმეორდება. მარინამ გაიგონა თავისი გვარი და უცებ...

რა მოხდა მერე... როგორ გადასცეს სიგელი, როგორ ავარდა ტაშის გრიალი, როგოგ ეხვეოდნენ მეგობრები კულისებში და ულოცავდნენ ? ძნელია მოიგონო ყველაფერი ეს აუღელვებლად ახლაც ? ექვსი თვის შემდეგ...

ტაშის გრიალში გადასცეს მეორე დიდი პრიზი ფრანგ ჟან პენეტიეს...მესამე ადგილი ? ბრუნო გელბერი...მეოთხე ? კატრინ სილი...მეხუთე ? ალისა მიშჩენკო...

და ისევ გაისმა დარბაზში ხმაშეწყობილად:

- მა-რი-ნა მდი-ვა-ნი!..

- მარინა! მა-რი-ნა!..

სიხარულისა და სიამაყის ნაპერწკალი ვერ იმალებოდა ყოველთვის თავშეკავებული ემილ გილელსის თვალებში. და როცა ბოლოს,ფოეში მასთან მორიდებით მივიდა მისი მოწაფე, მივიდა და ჰკითხა:

- ემილ გრიგორიევიჩ... თქვენ... კმაყოფილი ხართ ?

- ძალიან! ? თქვა გილელსმა. მარინამ სამი წლის განავლობაში პირველად გაიგონა თავისი პროფესორისაგან ასეთი დიდი შეფასება.

მარტო მათ იცოდნენ რა იყო ამ კონკურსისათვის მზადების უკვე უკან დარჩენილი წელი. ემილ გილელსის თვალწინ გაიზარდა მარინა შემოქმედებითად: დღიდან დღემდე, თვიდან თვემდე გილელსი ხედავდა, როგორ ძლიერდებოდა, იხვეწებოდა მისი საშემსრულებლო ხელოვნება. პროფესორი არასოდეს არ ახვევდა თავის ასპირანტს რაიმე აზრს,ყოველთვის ცდილობდა მარინა თვითონ მოენახა თავისი გზა. ემილ გილელსი ძალიან ცოტას უკრავს თავისი მოწაფეებისათვის. ამიტომაცაა ინდივიდუალური მარინას ხელოვნება. ამიტომაა, რამ ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან გილელსისა და მარინა გოგლიძის მიერ შესრულებული ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტი.

- უფრო მეტი ფანტაზია, მარინა! ფანტაზია!

და მარინა იჯდა საათობით, ფიქრობდა, უკრავდა, ეძებდა...

- განწყობა! მონახეთ განწყობა! დაუკარით ისე, რომ თქვენი განწყობა გადამედოს მეც, ამაღელვოს, წამიყვანოს...

და მარინა ეძებდა. საათი მისდევდა საათს. მან არ იცოდა დრო, არ გრძნობდა დაღლას, დღისა და ღამის გაყრას...

და აი, ჩაიკოვსკის ცნობილი საფორტეპიანო კონცერტი მარინა გოგლიძემ პარიზში ისე შეასრულა, როგორც არავინ. პირველივე ტაქტებიდან დაიპყრო მან პარიზული მსმენელი მუსიკალური ფრაზის ბრწყინვალებით და გაქანებით, შესრულების გრანდიოზულობით.

აი, რას წერდა საფრანგეთის ცნობილი მუსიკათმცოდნე კლარენდონი გაზეთ "ფიგაროში", როდესაც მარინა 1961 წლის ოქტომბერში ხელმეორედ მიიწვიეს საგასტროლოდ პარიზში:

..მე არ მსმენია უფრო უბრალოდ, უფრო დამაჯერებლად, უფრო სერიოზული გემოვნებით შესრულებული ნაწარმოები. მე არ მინახავს ნაწარმოების ინტერპრეტაცია უფრო დიდი სიმართლით, ვიდრე აბას მარინა გიგლიძე აკეთებს. საოცარი ნატურა, პარადოქსალური სიმწიფე! რაც ეხება ჩაიკოვსკის საკმაოდ პოპულარულ კონცერტს, მარინამ მას დაუბრუნა მისი ნამდვილი კეთილშობილება, რომელიც ასე გააუბრალოეს როიალის ყველა სხვა ხელოსნებმა. არაჩვეულებრივი სიზუსტით და შესანიშნავი მუსიკალობით შესრულებული კონცერტიდან - პოეზია და ტკივილი, რომლებიც ჩაიკოვსკის ნაწარმოებში უფრო მეტად მაღელვებენ მე, ვიდრე ბრწყინვალება და მუსიკალური ლამაზსიტყვაობა, აი ეს პოეზია და ტკივილი - გამოიყოფოდა ბრწყინვალედ. რასაკვირველია, ამ გოგონას ტექნიკა პირდაპირ თვალისმომჭრელია. თუმცა მე მომაჯადოვა მისმა შესრულების სიდიდემ. აი, მუსიკოსი!"

და განა მარტო ჩაიკოვსკი? მარინა წარმატებით უკრავდა პარიზში ბეთჰოვენს, უკრავდა პროკოფიევს, შოსტაკოვიჩს, შუმანს. მან პირველმა შეასრულა პარიზში მოსკოვის კონსერვატორიის სტუდენტის, ახალგაზრდა კომპოზიტორის ვიაჩესლავ ოვჩინიკოვის ტექნიკურად უძნელესი " გუნდი, პრელუდია და ფუგა". ხოლო მისმა დებიუსის შესრულებამ ხომ მთელი სენსაცია გამოიწვია პარიზში. "როგორ?! დებიუსი?!.

კონცერტის შემდეგ დებიუსის მოწაფემ პარიზის კონსერვატორიის პროფესორმა ჟაკ ფევრიემ განაცხადა: "მე საფრანგეთში ვცხოვრობ და მომისმენია ყველა პიანისტისათვის, ვისაც კი პარიზში გაუვლია. მაგრამ მე ჯერ არ გამიგონია ვინმეს ასე დაეკრა დებიუსის "ნიღბები". ასე უკრავდა მხოლოდ თვითონ დებიუსი"...

...და აი, მარინა თბილისშია. აქ დაიბადა იგი, გაატარა ბავშვობა. აქ მიიღო მუსიკის პირველი გაკვეთილები. თბილისელებს კარგად ახსოვთ ეს გოგონა , სულ რამდენიმე წლის წინათ, ევგენია ვასილის ასულ ჩერნიავსკაის მოწაფე, წარმატებით გამოდიოდა თბილისის ცენტრალური მუსიკალური სკოლის აკადემიურ კონცერტებზე. სახელმწიფო ორკესტრთან ერთად მან შეასრულა გრიგის, რახმანინოვის, შუმანის, ოთარ თაქთაქიშვილის საფორტეპიანო კონცერტები. ეს იყო დიდი გამოცდილება, რომელიც მან შემდეგში მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პროფესორ იაკობ მილშტაინთან სწავლის წლებში გააღრმავა...

და განა გასაკვირი იყო, რომ 1961 წლის 6 ნოემბერს თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზის შესასვლელთან ტევა არ იყო? მარინა გოგლიძე იმ დღეს საქართველოს სახელმწიფო ორკესტრთან ერთად (დირიჟორი ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ჯემალ გოკიელი) ასრულებდა პროკოფიევის მესამე და ჩაიკოვსკის პირველ კონცერტებს. შესრულების სრულყოფილებამ, მძლავრმა წყობამ ბგერის სისუფთავემ, არაჩვეულებრივმა ტექნიკამ, მუსიკალობამ თბილისელებს მოიგონა გამოჩენილი ვირტუოზები...

სცენაზე იდგა 25 წლის მაღალი, წარმოსადეგი ქალი, თეთრ, ჰაეროვან კაბაში, ჭკვიანი თვალებით და მადლიერი ღიმილით. დარბაზში არ ცხრებოდა ტაში და მარინა კვლავ და კვლავ მიდიოდა როიალთან.დებიუსის "ეტიუდი"! ისევ ტაში.. ისევ არ უშვებენ მას სცენიდან. .ოვჩინიკოვის "გუნდი, პრელუდია და ფუგა!".

ის ისევ დგას თბილისურ ყვავილებში ჩაფლული, ხედავს ხალხით გაჭედილ დარბაზს. ხედავს ნაცნობ სახეებს. ეს დარბაზი არა ჰგავს სხვას უფრო დიდს, ბრწყინვალეს, შორეულ რატომღაც. იქ არ იყო თითქმის არცერთი ნაცნობი სახე პარტერში, არც ლოჟაში, არც ზევით იარუსებზე...

აქ კი... ყველგან ნაცნობი სახეებია მეგობრების, ამხანაგების, ყოფილი მასწავლებლების...

აგერ სულ ახლოს ხედავს დედას თვალებში ცრემლი კიაფობს მგონი... მამა ვიქტორ გოგლიძე, გამოჩენილი მოჭადრაკე, მუსიკის დიდი მოყვარული და მცოდნე რატომღაც თავს ხრის. ძმა ვლადიმერ გოგლიძე, სტუდენტი, სპორტის ოსტატი, საქართველოს ჩემპიონი ჩოგბურთში აღტაცებას ვერ მალავს და ტაშს უკრავს გატაცებით. მერე რა, რომ ეს ქალი მისი და მარინაა...აქვეა მარინას მეუღლე ვახტანგ მდივანი თბილისის ერთერთი ინსტიტუტის ასპირანტი.

...გარშემო უკრავენ ტაშს... მარინა მერამდენედ იხდის მადლობას. ერთი წუთით ხვდებიან მათი თვალები ერთმანეთს : მარინა უღიმის, ვახტანგი ჩუმად უკრავს ტაშს...

...ნელნელა ცარიელდება დარბაზი. კულისებთან დგანან გოგონები მომავალი პიანისტები, ხელში წითელი მიხაკები, დიდი თეთრი რიზანტემებით...

 

ლია გოგიშვილი, ჟურნალი "საქართველოს ქალი" N1 1962

 

საქართველოს პრესიდან - 1960

 

მარინა გოგლიძე ორიგინალურად აერთიანებს, ზომიერად იყენებს მუსიკალური გამოსახვის ტექნიკურ და მხატვრულ საშუალებებს. 27 იანვარს გამართულ კონცერტზე პიანისტის პროგრამა შეიცავდა, როგორც კლასიკოსთა, ისე თანამედროვე კომპოზიტირთა ნაწარმოებებს. მუსიკალური სახეების მრავალფეროვნება შექმნა შემსრულებელმა ბეთხოვენის პოეტურ-ჟურნალ სონატაში. თანაბრად მიმზიდველი იყო სონატის ოთხივე, ხასიათით განსხვავებული ნაწილი. პიანისტმა დაიცვა ნაწარმოების განვითარების ერთიანი ხაზი, განსაკუთრებით შოპენის, დებიუსისა და სკრიაბენის ვირტუოზული ეტიუდების შესრულებისას. პიანისტის მდიდარი ემოციური გრძნობები ლისტის პოეტური ეტიუდის მუსიკალურ სახეებში გამოვლინდა არგეთვე ბალაკირევის ბრწყინვალე საკონცერტო ნაწარმოებ "ისლამეისში". თავისი გამოსვლა მარინა გოგლიძემ ორიგინალურ მუსიკალურ თაღში მოაქცია: დაიწყო ბახის პრელუდიითა და ფუგით და ბრწყინვალედ დაამთავრა შოსტაკოვიჩის ამავე ფორმის ნაწარმოებით. მან შესანიშნავად შეიგრძნო და გადმოგვცა ეს ეპოქალური განსხვავება, რომელიც მიჯნავს ამ ორი დიდი შემოქმედის პოლიფონიურ აზროვნებას. მარინა გოგლიძე მსოფლიოს VI ფესტივალის ლაურეატია. საბჭოთა პიანისტური სკოლის სხვა წარმომადგენლებთან ერთად უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის მუსიკალური კულტურის ღირსება ბრიუსელის საერთაშორისო კონკურსზე. სულით და გულით ვუსურვებთ მას წარმატებას (პოლიტიკური მიზეზების გამო მარინა ბრიუსელში არ გაუშვეს).

 

საქართველოს პრესიდან - 1961

 

30 სექტემბერს პარიზში, "შატლეს" საკონცერტო დარბაზში გამართული კონცერტით, წარმატებით დაიწყო თავისი გასტროლები საფრანგეთ მარგარიტა ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის კონკურსში გამარჯვებულმა პიანისტმა მარინა გოგლიძე-მდივანი.

ჩვენი ნიჭიერი თანამემამულის ეს გამოსვლა ხელოვნების ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცა. პარიზელები აღფრთოვანებით შეხვდნენ ქართველ პიანისტს.

აი რას წერენ პარიზის გაზეთები მარინა გოგლიძე-მდივანის კონცერტის შესახებ :

"ნახევარი წლის მანძილზე, - აღნიშნავს პარიზის საღამოს გაზეთი,-ამ ახალგაზრდა ქართველმა ორჯერ დაიპყრო ჩვენი ქალაქი".

მარენა გოგლიძ-მდივანის პირველი საგასტროლო კონცერტის პროგრამა შემდგარი იყო ორი მონუმენტური ნაწარმოებისაგან -.ჩაიკოვსკის პერველი საფორტეპიანო კონცერტისა და .პროკოფიევის მესამე კონცერტისაგან.

გაზეთ "ფიგარომ" შეაქო კონცერტის მთელი პროგრამა და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა სოლისტი ქალისა ორკესტრის არტისტულ შეხმატკბილებას.

მეტად საინტერესო სტატია მარინა გოგლიძე-მდივანის კონცერტის შესახებ დაბეჭდა გაზეთმა "ლუმანიტემ". აი რას წერს იგი:

"შაბათს, "შატლეს" დარბაზში მარინა მდივანმა მოხიბლა და მოაჯადოვა დამსწრე აუდიტორია. მას მაღალ ვირტუოზობას პარიზელები ჯერ კიდევ საერთაშორისო კონკურსზე გაეცნენ. მაშინ ჩაიკოვსკის კონცერტის შესრულებისას ისინი მიხვდნენ, რომ საქმე აქვთ დასრულებულ მუსიკოსთან, და ახლაც მან ისევე მშვენიერად და შეიძლება უფრო უკეთესადაც შეასრულა ეს ნაწარმოები, ხოლო პროკოფიევის მესამე კონცერტის მოსმენის დროს ჩვენ დავრწმუნდით , რომ მარინა მდივანმა თავისი მაღალი ტექნიკითა და ოსტატობით უკვე სრულყოფას მიაღწია".

გაზეთის სიტყვებით ამ აზრს ერთსულოვნად იზიარებენ კონცერტზე დამსწრე გამოჩენილი ფრანგი მუსიკოსები.

"თუ მარინა მდივანს არ ექნება შესანიშნავი კარიერა, მაშინ კარიერა საერთოდ არ არსებულა ! - აცხადებს გაზეთი,- ჩვენ არ გვინდა ვილაპარაკოთ მასზე, როგორც მუსიკის რაღაც ფენომენზე ან სასწაულზე. სასწაულები არ არსებობს. ვიტყვით მხოლოდ, რომ საფორტეპიანო ხელოვნებას მოევლინა ჭეშმარიტად უდიდესი არტისტი !"

3 ოქტომბერს ასეთივე დიდი წარმატებით ჩატარდა მარინა გოგლიძე- მდივანის კონცერტი ქალაქ ნიცაში.

ამჟამად ქართველი პიანისტი ქალი კვლავ პარიზშია, სადაც აწარმოებს ჩაიკოვსკისა და პროკოფიევის კონცერტების ჩაწერას მარკონის ფერმის გრამფირფითებზე

 

 

ფორტეპიანოს სოლო კონცერტი მარინა მდივანის მონაწილეობით(1857-მიმდინარე ინფორმაცია); New York Times 1963 წლის 28 ნოემბერი, ისტორიული გაზეთები, New York Times(1851-2007)

ფორტეპიანოს სოლო კონცერტი მარინა მდივანის მონაწილეობით
საბჭოთა პიანისტის გამოსვლა Carnegie Hall -ში


გასულ ღამეს, კარნეგის დარბაზში გაიმართა უკანასკნელი აქაური საბჭოთა პიანისტის, მარინა მდივანის სოლო კონცერტის დებიუტი. დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ მისი გუნდი წარმოდგენილია ბრწყინვალე პიანისტებით.
მარინა მდივანი არის 27 წლის. 1961 წელს მან წარმატება მოიპოვა პარიზის დიდ პრიზს მარგარიტას კონკურსში, ხოლო სულ ახლახანს მან პირველად გაიარა რვაკვირიანი ტური შეერთებულ  შტატებში.

მისი განსაკუთრებული ნიჭი არ არის ჩვენთვის განსაცვიფრებელი, თუმცა არც მისი ხელოვნების ტექნიკა არ წარმოადგენს უმნიშვნელო მოვლენას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი ბრწყინვალე მუსიკალური მონაცემები, მდიდარი მუსიკალური გამით (ტემპერამენტით), გამჭრიახი ინტელექტით აღსავსე. მისი განსაცვიფრებელი მოქმედებები ლისტის მინორის სონატას ოქტავის დაკვრა თუმცა ისინი არ იყო მიმართული სენსაციური შედეგების მისაღწევად, მხოლოდ მუსიკალური შედეგისათვის.
ლისტის სონატა და ბეთჰოვენის 15 ვარიაციები და ფუგას მელოდია ,,პრომეთეოსიდან” (ოპუსი 35) ბრწყინვალედ იქნა წარმოდგენილი მარინა მდივანის (რომელიც გამოითქმის მმ-დი-ვაჰნ-იი) შესრულებით, რომელთაგან ორივე თავისუფლად იქნა შესრულებული მის მიერ ტონალური პალიტრის გამოყენებით, თითქოს ეს ყოფილიყო ორკესტრით წარმოდგენილი.
რაც უფრო რთული იყო აკორდი, მით უფრო თანაბარი სიმარტივით იღებდა მათ. ქალბატონ მდივანის შესრულება, რაშიც ის ძირითადად იყო ჩართული წარმოადგენდა მუსიკის უწყვეტი რკალის შეგრძნებას. რაც უფრო მეტ აკორდებს იღებდა, მით უფრო ადვილად და კმაყოფილების გრძნობით ასრულებდა ნაწარმოებებს. როგორც კი კულმინაციას მიაღწევდა მისი შესრულება, ამ დროს სრულყოფილება არ იყო მიღწეული, პირიქით იგრძნობოდა შესაძლებლობების უფრო და უფრო მეტი ნაკადი.
ბრავურას ჟღერადობა ყოველთვის არ შეესაბამება ვიზუალურ შთაბეჭდილებებს, იმდენად, რამდენადაც ქალბატონი მდივანი ყოველთვის ინარჩუნებს თავშეკავებულობასა და თავდაჯერებულობას. გასაოცარია ამგვარი მუქი მოკლედ შეჭრილი თმის, მრგვალი ბავშვური სახისა და ბრწყინვალე აღნაგობის მქონე პიროვნებაში ესოდენ დიდი ნიჭის არსებობა.
მისი მუსიკალური შემოქმედება საკმაოდ თამამად და დამაკმაყოფილებლად არის წარმოდგენილი. იმდენად მომხიბვლელია მისი ბრწყინვალე შემოქმედება, რომ მისი ნაწარმოებების შესრულების განმავლობაში მსმენელებისთვის წარმოუდგენელი ხდება თავიანთი სკამებიდან ადგომა.
ვიაჩესლავ ოვჩინიკოვის ხოლარი, პრელუდია და ფუგაც კი, რომლის პრემიერა აჟღერდა ადგილობრივ სცენაზე, წარმატებით იქნა შესრულებული, რასაც მოსალოდნელ ოვაციებთან შედარებით, მოჰყვა გაცილებით ნაკლები აპლოდისმენტები და არც ისე დიდი ოვაციები. ხაჩატურიანისა და რახმანინოვის ნაწარმოები წარმოადგენს ნაწარმოებთა ნარევს, რომელიც მიიჩნევა საკვების მიღებისათვის განკუთვნილი ჯოხების მსგავს (ჩინური ჯოხები) ნაწარმოებად, დაწერილს ,,ისლამეის წარმოსადგენად.
ნაწარმოების შესრულებისას იმდენად მუსიკალურ, თბილ ტონალურ, ჟღერად აკორდებს იღებს, რომ ზოგჯერ ოვაციების გამოხატვაც კი ძნელდება.
გვეწვია  დიდებული პიანისტი

 

ჰოვარდ კლაინი

 

Soviet pianist graces MAC

 

(the"Hamilton Spectator" 1993)

MMMMMMGREAT !!

 

საბჭოთა პიანისტის, მარინა მდივანის სიტყვით გამოსვლისა და ორი ნაწარმოების შესრულების ამსახველმა აფიშამ გამოიწვია როგორც სტუდენტთა, ასევე საზოგადო მოღვაწეთა დიდი დაინტერესება.

გასულ კვირას საღამოს Convecation Hall დამსწრე იღბლიან მსმენელებს, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ მის პირველ კონცერტს, ქალბატონმა მდივანმა, ტექნიკური შესაძლებლობების გამოხატვით, მსმენელებს გაუზიარა მისი დიდი გამოცდილება და ნიჭი.

მიუხედავად მისი შემოქმედებითი საქმიანობის შეზღუდვისა, მისი თავისებურების ამსახველმა, მიუწვდომელმა აურამ ასახვა ჰპოვა კომუნისტური რეჟიმის პერიოდშიც კი.

25 წელიწადზე მეტი პერიოდის განმავლობაში, როგორც მოსკოვის ფილარმონიის დარბაზის წამყვან პიანისტს, მას ეკრძალებოდა წარმოედგინა ან ჩაეწერა მისი ნებისმიერი ნაწარმოები დასავლეთის აუდიენციისათვის.

30 წლის წინ, ჩრდილოეთ ამერიკის მოწონების დამსახურების შემდგომ, საბჭოთა მოღვაწეები ყოველ ღონეს ხმარობდნენ ჩაეხშოთ ქალბატონ მდივანის პიროვნების თავისებურება, როგორც ნაწარმოებთა შესრულების, ასევე პირადი ემოციების გამოხატვის კუთხით.

1962 წელს მოსკოვში გამართულ პრესტიჟულ ჩაიკოვსკის კონკურსზე გამოსვლის შემდგომ, ქალბატონი მდივანი რვა კვირის განმავლობაში სოლო კონცერტზე წარმოადგენდა თავის ნაწარმოებებს ჩრდილოეთ ამერიკაში, რამაც კარნეგის დარბაზის მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ათწლეულების განმავლობაში, საბჭოთა რეჟიმის პერიოდში, მისი ნიჭის გამოვლენა არ უნდა გამცდარიყო ქვეყნის საზღვრებს.

პაულ ჰინდემიისა და ალექსანდრე სკრიაბინის ნაწარმოებთა შესრულებით მან მოახდინა, მისი შემოქმედების, ჯერ კიდევ უცნობი შესაძლებლობების გამოვლენა. ორივე ზემოთ აღნიშნული კომპოზიტორი ახალი მუსიკალური წარმოდგენით ასახავდა მათ შემოქმედებითობას.

წარმოდგენილი ხასიათის თავისებურება შეესაბამება ქალბატონ მდივანის პირად ცხოვრებას. იმდენად, რამდენადაც ჰინდემი წინააღმდეგი იყო აეთვისებინა ტრადიციული ვაგნერიული სტილი, იგი იძულებული გახდა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში დაეტოვებინა მშობლიური გერმანია და გამგზავრებულიყო შეერთებულ შტატებში.

თუმცა სკრიაბინს სრულებით არ დაუტოვებია მოსკოვი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი იმყოფებოდა პარიზში, რამაც განსაკუთრებული ასახვა ჰპოვა მის მუსიკალურ ნაწარმოებებში. იძულებითი პოლიტიკური დოქტრინების შემუშავებით მრავალი ხელოვანი აწყდებოდა დაბრკოლებებს.

კონცერტზე ქალბატონი მდივანი სიტყვით გამოვიდა, სადაც იგი ჰამილტონის საზოგადოების მიმართ მადლიერებას გამოხატავდა იმისათვის, რათა 1991 წელს მათ გადასახლების შესაძლებლობა მისცეს მასა და მის შვილს.

ერთი საათის განმავლობაში იგი წარმოადგენდა 25 მოკლე სხვადასხვა ტიპის ნაწარმოებთა ჰინდერმიის ლუდუსის ტონალის (‘ნოტთა თამაში) პოპურს. წყნარი, ჩამოყალიბებული პიანისტის გამოსვლით შესამჩნევი იყო, რომ მაყურებელი მუდამ დიდი სიამოვნებით მოუსმენდა მის ნაწარმოებებს. ქალბატონი მდივანი დაუღალავად აგრძელებდა ჰინდერმიის მუსიკალური ენის გადმოცემას. უმეტესი მეოცე საუკუნის მაყურებლები სიამოვნებით უსმენდნენ მის ნაწარმოებებს.

მისი მრავალფეროვანი გამა მოიცავდა ემოცებს, რითმებსა და ტექნიკურ მოთხოვნებს.

ჩოპინისქის ფარული ტენდენციებით იგი წარმოადგენდა სკრიაბინის პრელუდიებსა და ეტუდებს, რაც იწვევდა 20 საუკუნის მსმენელთა დიდ ინტერესს.

ერთ-ერთი მისი პრელუდია ეძღვნება დილის მზის შეგებებას, ხოლო სხვა ნაწარმოებები კიაგრესიულ ან უხეშ მუსიკალურ ნაწარმოებებად არის მოხსენიებული.

მაყურებლებით სავსე დარბაზი, ქალბატონი მდივანის კონცერტის დასრულების შემდეგ არ წყვეტდა აპლოდისმენტებს და ითხოვდა მის ხელმეორედ გამოსვლას სცენაზე. იგი საკმაოდ ადვილად და დინამიკურად წარმოადგენდა შემოკლებულად წარმოდგენილ სკრიაბინის ნაწარმოებს.

ქალბატონი მდივანი სულ ახლახანს დანიშნულ იქნა MMcGill’s  მუსიკალური ფაკულტეტის პროფესორად, თუმცა იმედია ჰამილტონი მომავალშიც მოისმენს მის მიერ წარმოდგენილ ბრწყინვალე ნაწარმოებებს.


Katherine Syer

 

სურათზე: ვლადიმერ გოგლიძე(მარინას ძმა), მარინა გოგლიძე, თამარ გოგლიძე (დედა), ვიქტორ გოგლიძე (მამა). 1963, თბილისი, ფასანაურის ქუჩა 19
 

Home